„ევროკავშირი იძულებულია, იყიდოს ნავთობი რუსეთიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი პუტინი ენერგოპროდუქტების მყიდველებს სხვა ბაზრებზე იპოვის და კიდევ უფრო მეტ თანხებს გამოიმუშავებს“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკულ მედიასთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, „სხვა ბაზრებზე რუსული ენერგოპროდუქტის გაყიდვა კრემლის საომარ სახსრებს შეავსებს და აუცილებელია სტრატეგიული მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით“.