ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირი რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობებს ჩამოართმევს. ახალი სანქციების მეორე ნაწილი პუტინის ახლო გარემოცვის წინააღმდეგ არის მიმართული; მესამე ხაზი არის კრიპტოვალუტები; მეოთხე – ევროკავშირი აკრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში. მეოთხე პაკეტის მეხუთე კომპონენტია რუსეთიდან ფოლადისა და შავი მეტალურგიის სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვა. და ბოლოს, ევროპელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ნებისმიერ პროექტში. გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ ნავთობი და გაზი რუსეთის შემოსავლის მთავარი წყაროა, 2027 წლისთვის ევროკავშირი აპირებს, უარი თქვას რუსეთის ენერგორესურსებზე.