ევროკავშირმა დაახლოებით 17 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა, – ამის შესახებ იუსტიციის კომისარმა განაცხადა.
“ჯერჯერობით გაყინულია 90 ადამიანის აქტივები, 17 მილიარდ ევროზე მეტი, შვიდ წევრ ქვეყანაში, მათ შორის 2.2 მილიარდი ევრო გერმანიაში”, – განაცხადა რეინდერსმა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ, დაყადაღებული აქტივები ომის შემდეგ ქვეყნის აღსადგენად გამოიყენონ.
„თუ ეს არის ევროკავშირის მიერ ჩამორთმეული კრიმინალური ფული, შესაძლებელია მისი გადარიცხვა უკრაინის კომპენსაციის ფონდში“, – განაცხადა რეინდერსმა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ ეს თანხა არ არის საკმარისი რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.