ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის ორი მილიარდი ევროთი გაზრდას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ და „ბლუმბერგი“ ავრცელებენ. როგორც ვარაუდობენ, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 დეკემბერს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. „მშვიდობის ევროპული ფონდიდან“ უკრაინას ამ დრომდე სამ მილიარდ ევროზე მეტი აქვს მიღებული. ასევე, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.