ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის ფონდი ორ მილიარდ ევრომდე გაზარდა. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ბლოგიდან, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდის მოცულობა 7 მილიარდ 9 მილიონ ევროს შეადგენს.
დღესვე დაგეგმილია ე.წ. რამშტეინის ბაზაზე შეხვედრის გამართვა, რომელზეც აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრებენ.