პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი უმასპინძლებს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად ხვალ დაიწყება. A ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. შეხვედრებს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამ წუთებში კი რიყეზე „ევრობასკეტი 2022“-ის გახსნის ცერემონია იწყება, გულშემატკივრებისთვის ასევე რიყეზეა მოწყობილი პირველი არხის ფანზონა, საიდანაც ჩვენი კორესპონდენტი გენო ოსიყმაშვილი ჩაგვერთვება.