ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ დიდი მონიტორებია მოწყობილი სხვადასხვა ქალაქებშიც. ქუთაისში ქომაგები შეიკრიბებიან ასსაფეხურიან კიბეებთან არსებულ სივრცეში. ადგილზე 15:00 საათიდან დაუკრავს დიჯეი და გაიმართება სპორტული აქტივობები.
ქართველი ფეხბურთელების საგულშემატკივროდ ემზადებიან რუსთავშიც. ცენტრალურ პარკში სახელმწიფო დროშებით გაფორმებულია საფეხბურთო სივრცე. დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. რუსთავის ქუჩებში დაგეგმილია მსვლელობაც. დიდი მონიტორები მოწყობილია გორშიც, ზუგდიდშიც და ლაგოდეხშიც.
შეგახსენებთ, შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.