ევგენი მაჭავარიანის მემორიალის გახსნა

 მელიქიშვილის გამზირის 13 ნომერში მდებარე შენობის ფასადზე, სადაც ევგენი მაჭავარიანი ცხოვრობდა, მისი სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. დღესვე ქართველი მუსიკოსისა და პედაგოგის ხსოვნის საღამო გაიმართა კინოს სახლში, სადაც დამსწრეებმა კოლაჟი სახელწოდებით „ევგენი მაჭავარიანი“ იხილეს. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევგენი მაჭავარიანი სხვადასხვა დროს იყო თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, საქართველოს ტელევიზიისა და ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი; ასევე 1970 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ის ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მოგვიანებით კი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.