ერთობლივი დეკლარაცია

უკრაინის პრეზიდენტმა და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისკენ უკრაინის სწრაფვის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხები განიხილეს. ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ბელგია უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.