უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც რუსი ოკუპანტები ჯარების თავმოყრას ახდენენ, ვოლოდიმირ ზელენსკი მოვლენების განვითარებაზე პროგნოზს ვერ გააკეთებს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს მისი ქვეყნის გამარჯვების სჯერა. ამის შესახებ ზელენსკიმ ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქ მარიუპოლს 10 ათასი ოკუპანტი ებრძვის და თუ ქალაქის შენარჩუნება მოხდა, რუსული დანაყოფები ქვეყნის აღმოსავლეთით ვერ წავლენ. საპასუხოდ ავსტრიის კანცლერის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური ვენა სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია, ის არ არის ნეიტრალური დანაშაულზე საუბრისას.