ერთი წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან. სისხლიან დაპირისპირებას შარშან ორი მოზარდის, დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხორავას 4 ნომერში მოკლული დათო სარალიძის ოჯახი საქმის სრულად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. სანთლებით, ყვავილებით და უცვლელი მოთხოვნებით ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მათ მხარდამჭერებთან ერთად ჯერ 51-ე სკოლასთან, შემდეგ კი ხორავას ქუჩაზე მივიდა, სადაც შარშან, პირველ დეკემბერს სასტიკი მკვლელობა მოხდა.
აქციის შემდეგ შვილმკვდარი მამები ისევ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც თითქმის სამი თვეა, საპროტესტო აქციას მართავენ.