„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ერთი საათია, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებიან. მსჯელობის მთავარი თემა ის რეგულაციები და კრიტერიუმებია, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიონ.
დეპუტატების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფმა მუშაობა უკვე დაიწყო, პრინციპულ საკითხებზე გუნდის შეთანხმება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მაინც საჭიროა.
დეტალებზე თამარ წიკლაური პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.