თბილისის მშვილდოსნობის სასროლეთზე ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდა. ჩემპიონატში 41 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ პარამშვილდოსნებიც. გამოვლინდნენ საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები ქალებსა და მამაკაცებს შორის. ტურნირის შედეგებით კი საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება.
ხვალიდან, 2 ივნისიდან, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.