ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი უხელმძღვანელებს
ბოლო ხუთ ოფიციალურ შეხვედრაში ხუთი მარცხი და ნაადრევად შეწყვეტილი კონტრაქტი – ფრანგი სპეციალისტი საქართველოს დაემშვიდობა, ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს კი 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. სანიოლისთვის ნაკრებში ბოლო მატჩი უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშების სტარტზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხი აღმოჩნდა.
უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 58 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 25 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა 23 კი წააგო. სანიოლმა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონიდან B-ში დააწინაურა, სადაც ქართველები უკვე ზედიზედ მეორე გათამაშებაა, ასპარეზობენ. სწორედ ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც ჯგუფური ეტაპი დაძლია და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.