„ერისიონი“ - ლეგენდა ბრუნდება

თბილისის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი მიმდინარეობს. წლების განმავლობაში „ერისიონის“ შოუ-პროგრამები: „ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა“, „ქართული ქარიშხალი“ და „ქართული საგანძური“ მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ჯემალ ჭკუასელსა და რევაზ ჭოხონელიძეს. ახალ პროგრამაზე კი, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა, ეკა ჭკუასელმა იმუშავეს. კონცერტის მედიამხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.

მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება დეტალებით თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან.