ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ხევსურული საჭურველი
ქართველები ოდითგანვე საუკეთესო მეომრებად იყვნენ ცნობილნი. აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა , ყოველთვის ძლიერი სახელმწიფოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ქართველი ხალხიც იძულებული იყო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყო. ამან თავისებურად განსაზღვრა საქართველოში საბრძოლო იარაღისა თუ სავარჯიშო და სათამაშო ხელოვნების განვითარების გზა.