აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება რუსეთის პრეზიდენტსა და მის სახელმწიფოს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. დასავლური მედიის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და ამიტომ რუსეთის ფედერაციის პრეტენზიებს „ბინძური ბომბის“ შესახებ კატეგორიულად უარყოფენ.