ენტონი ბლინკენის განცხადება

„საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ, ისინი რისკის ქვეშ არიან“, –  განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ „ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ აღნიშნულსაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით,”- აღნიშნა ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას. სენატორებმა მას კითხვები დაუსვეს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ.