ენტონი ბლინკენი ირპენში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ჩავიდა, სადაც რუსეთის ძალების ინტერვენციის შედეგები ნახა. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს. „განადგურებული ავტომობილები, დაბომბვის კვალი, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. ბატონ ბლინკენს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად ენახა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგები“, – წერს კულება.

ენტონი ბლინკენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა, შეხვდა პრეზიდენტს და უკრაინისთვის ამერიკის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა.