ემანუელ მაკრონის განცხადება

საფრანგეთს სჭირდება მობილიზება, მოემზადოს ენერგეტიკული დეფიციტის სავარაუდო სცენარისთვის ამ შემოდგომაზე, რადგან რუსეთი ევროპაში მიწოდების შემცირებას იარაღად იყენებს,- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მიზნად ისახავს რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას რაც შეიძლება მალე, რადგან უკრაინის ომის ადრეული დასასრული არ ჩანს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებას, მომხმარებლებს და ინდუსტრიას მოუწოდა, დაზოგონ ენერგია და ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მეტ ინვესტიციას განახორციელებს ატომური ენერგიის სექტორში, რომელიც ამჟამად ქვეყნის ელექტროენერგიის საჭიროების დაახლოებით 70 პროცენტს უზრუნველყოფს.