ეკონომიკური ზრდის პროგნოზი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტით 6 პროცენტამდე გაზარდა. 2027 წლის პროგნოზი კი 5 პროცენტია. იბიარდის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას აგრძელებს. დოკუმენტის თანახმად, შარშან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 7.5 პროცენტამდე გაიზარდა, რასაც მომსახურების სექტორების განვითარებამ შეუწყო ხელი. ამასთანავე, ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალად რჩება ტურიზმი.