ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი
ეკონომიკური ზრდის ტენდენციები შენარჩუნებულია. წინა თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალ მაჩვენებელს და წლის დასაწყისიდან დღემდე არსებულ მზარდ მონაცემებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი რამდენიმე ფაქტორით ხსნის – მათ შორისაა კონკრეტულ სფეროებში გაუმჯობესებული დინამიკა. თუმცა, პროცესის ინკლუზიურობა გამოწვევად რჩება.
რატომ არ აისახება დადებითი ტენდენციები და გაუმჯობესებული ციფრები ყველა მოქალაქეზე შესაბამისად – სფეროს სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ.