ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

12:21, 31.08.2026

ივლისში ქვეყნის ეკონომიკა 8.0 პროცენტით გაიზარდა. ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელმა 7.9 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.

მსგავსი