2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9,5 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.7 პროცენტით არის გაზრდილი. საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.