ეკონომიკური საბჭოს სხდომა

2023 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. აღინიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება იზრდება, ასევე გაიზრდება დაფინანსება ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

ამასთან, საბჭოს წევრებმა სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებზე იმსჯელეს და ახალი ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს.