ეკონომიკური საბჭოს სხდომა

ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. საუბრის თემა იყო ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის აღდგენის დინამიკა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება – კერძოდ, 2022 წლის მაისში მაჩვენებელი იყო – 11.6%, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.

ეკონომიკურ გუნდში განმარტავენ, რომ წლის პირველ ნახევარში გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე დაჩქარდა ტურიზმის აღდგენა. რამაც ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას შეუწყო ხელი, შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გაჩნდა შესაძლებლობა, შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი და ვალის მოცულობა.