ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში

როგორია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ვირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აპრილის თვეში შემცირება 16.6 მეათედი პროცენტით, მოსალოდნელი იყო. თურნავა არც დამატებით ვარდნას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ უკვე შემდგომი 2021 წლისთვის ეკონომიკის მაჩვენებლები მკვეთრად გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკა 16.6 მეათედი პროცენტით შემცირდა.

ეს კომენტარი მინისტრმა ქუთაისში გააკეთა, სადაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ საწარმოებს სტუმრობდა. ნათია თურნავამ ელექტროგამათბობლებისა და მზის პანელების საწარმოები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე საწარმოში, რომელსაც პანდემიის პირობებში სამუშაო პროცესი არ შეუჩერებია, 135 ადამიანია დასაქმებული. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ახალი პროექტების განსახორციელებლად, კომპანიამ 23 ახალი თანამშრომელი დაიმატა. დღესვე მინისტრი ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებულ მზის ენერგიის მოდულების ქარხანასაც ესტუმრა.

დატოვე კომენტარი