EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

12:16, 28.02.2025

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,6 პროცენტიდან 6 პროცენტამდე გაზარდა. იბიარდის ანგარიშის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში მთლიანი ეკონომიკური ზრდა 3,6 პროცენტი იქნება. ამ რეგიონის ქვეყნებიდან კი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო შედიან, საერთაშორისო საფინანსო ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ვარაუდობს. იბიარდის პროგნოზი ემთხვევა საქართველოს მთავრობის პროგნოზსაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის ექვსპროცენტიან ზრდაზეა დაგეგმილი.

მსგავსი