ე.წ. ადეიშვილი - ჭაკუას საქმის განხილვა სასამართლოში

რა ინფორმაცია მიაწოდა შოთა ხიზანიშვილმა გამოძიებას. ე.წ. ციხის კადრების საქმეზე შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ დავით ჭაკუამ მას დაურეკა და სთხოვა, რომ ვიდეოჩაწერისთვის ოპერატორი გამოეყო. მოწმის მტკიცებით, მას არ ჰქონდა ცნობა, თუ რა მიზნით სჭირდებოდა ჭაკუას ოპერატორი.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ამ ჩვენებით მტკიცდება, რომ ციხის კადრების ჩაწერა წინასწარ იყო ორგანიზებული. ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება დაცვის მხარე.