რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის ორ ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, თუმცა ორივე მათგანის ჩამოგდება შეძლეს. „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს“ – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ერთ-ერთი დრონი დედაქალაქში შეღწევის მცდელობისას ჩამოაგდეს. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.