დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართეს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებმა. ისაუბრეს ომის დასრულებაზე, ენერგოობიექტებზე ორმხრივი დარტყმების შეჩერებასა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებსა და დიზელის საწვავის მარაგებზე უკრაინის მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა რუსებს სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა, ამავდროულად, გავლენა მოახდინა მსოფლიოში დიზელის ფასებზე.
ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რადგან მისივე თქმით, ომის დასრულება ორივე მხარის სურვილია. აღსანიშნავია, რომ უკვე ნიუ-იორკში იმყოფება სერგეი ლავროვიც, რომელიც დღეს მარკო რუბიოს შეხვდება.