დნეპროპეტროვსკში დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში რუსეთის ავიაციის მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლის რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 38 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი გამოიყვანეს. დაბომბვის შედეგად დაშავებულია 73 ადამიანი, მათ შორის 14 მოზარდი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ რუსეთმა შორ მანძილზე მოქმედი „ტუ 22“-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან „X-22“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, რომელთაგან ერთ-ერთი დნეპროპეტროვსკში მდებარე კორპუსს მოხვდა.