სამწუხაროა, რომ გერმანიამ ნამდვილად დიდი როლი ითამაშა რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების შექმნაში, იმედი გვაქვს, ასევე ბევრს გააკეთებს რუსული სამხედრო მანქანის გაჩერებაში, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დმიტრო კულებამ ინტერვიუ გერმანულ ტელეკომპანიას მისცა. დიპლომატის თქმით, გერმანია და უკრაინა პარტნიორები არიან და ოფიციალური კიევი ომის დროს გერმანიისგან რამდენიმე სახის დახმარებას ელოდება.
„პირველ რიგში, უკრაინას სჭირდება იარაღი აუცილებელი თავდაცვისთვის. შესაძლოა, დრო მოვიდა, რომ ჩვენ მივიღოთ ყველა აუცილებელი იარაღი, რათა შევძლოთ თავდაცვა. ვისურვებდი, მენახა გერმანია სანქციებთან დაკავშირებით მოწინავე პოზიციებზე. კულებას თქმით, უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.