„ნატო თუ გადაწყვეტს განსაზღვროს ის ნაბიჯები, რომლებიც უკრაინის ალიანში ინტეგრაციისთვის არის საჭირო, ქვეყანა მზადაა ამისთვის“. განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დმიტრო კულებას თქმით, ევროატლანტიკური სივრცის მომავალი უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე. დიპლომატის შეფასებით, ნატო-სადმი უკრაინის მიმართვა ცვლის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ლოგიკასა და დინამიკას.