თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული პირების პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა, მაშველი და ავტომობილის მძღოლი, რომელსაც სანაიას ოჯახი გადაჰყავდა. მოწმეებმა შემთხვევის დეტალებზე სასამართლოს მათთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდეს.
სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.