საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრაზე დაამტკიცებს. ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა პანამაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკომისია საბჭოსთვის სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას მიმდინარე კვირაში გეგმავს. ახალმა შეზღუდვებმა, სავარაუდოდ, უნდა მოიცვას რუსული ნავთობის ემბარგო, რაც რუსულ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ევროკავშირის საბჭოს სხდომა 10 და 16 მაისს არის ჩანიშნული. ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს მიიღოს ზომები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთიდან იმპორტს, თუმცა აღიარა, რომ ამ დროისთვის ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრისგან თანხმობა არ არის.