„2008 წელს სხვანაირი მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, უფრო მეტი რეაგირება, შეიძლება, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვყოფილიყავით, მსოფლიო, ევროპა არ იქნებოდა ამ მდგომარეობაში, მაგრამ ისტორია მეორედ არ იწერება“ – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უკრაინის სოლიდარობის აქციაც გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა საქართველო-ამერიკის მეგობრობაზე ისაუბრა. საღამოს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრიც, შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, თბილისის მერი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.