1968 წელი, 3 ივლისი, თბილისი, საბჭოთა კავშირის 30-ე ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი.
მასპინძელთაგან გოლი მურთაზ ხურცილავამ გაიტანა. თბილისელებმა სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულეს, კიეველები კი ჩემპიონები გახდნენ.
22 გოლით დინამოელი გიორგი გავაშელი (ფახთაქორელ ბერადოვ აბდულრაიმოვთან ერთად), ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.