ნატო-მ და „დიდმა შვიდეულმა“ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ, გერმანიის კანცლერთან გამართული შეხვედრაზე გააკეთა. ჯო ბაიდენის თქმით, პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ნატო-სა და „დიდი შვიდეულის“ დაყოფას შეძლებდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის დროს გამოჩენილი ლიდერობისთვისაც შეაქო.