დევიდ გარეტის კონცერტი

სპორტის სასახლეში გერმანელი მევიოლინის, დევიდ გარეტის კონცერტი გაიმართა. მან ქართველი მსმენელის წინაშე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ახალი ალბომი, ანლიმითიდ ლაივ 2019“ წარადგინა. თითქმის სამსაათიან კონცერტზე ყველა ის კომპოზიცია შესრულდა, რომლითაც გარეტი პოპულარული გახდა.

ყველაზე მეტად წინა რიგებში მსხდომ თაყვანისმცემლებს გაუმართლათ – მუსიკოსმა მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, ასევე ქართველი გოგონა, სახელად ანა სცენაზე აიყვანა და ცნობილი კომპოზიცია მიუძღვნა. საღამოს ბოლოს ორგანიზატორებმა დევიდ გარეტს სამახსოვროდ თეთრი ჩოხაც გადასცეს.

დევიდ გარეტს 24 ოქროსა და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული.

 

დატოვე კომენტარი