დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების" წევრს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
5000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა ოზურგეთის სასამართლომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს. მას ბრალი „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძის ცემისათვის აქვს წარდგენილი.
გამოძიებას უნდობლობას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართულ ოცნებას“ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.