დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს მიმართავენ. ადვოკატების განმარტებით, ამის აუცილებლობა დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია.
გიორგი ფანცულაიასა და მიხეილ რამიშვილის შეფასებით, გიორგი მამალაძის მკურნალობა პატიმრობის პირობებში შეუძლებელია და მას ექიმების მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სპეციალური განცხადებით მიმართეს.
დღესვე დეკანოზის ადვოკატები საპატრიარქოშიც იმყოფებოდნენ, სადაც განცხადება პატრიარქის სახელზეც შეიტანეს. ადვოკატები ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე შუამდგომლობას სთხოვენ.