„დედაენის პარკში“ ექსტრემალური სპორტის ფესტივალი გაიხსნა. „ექსტრემ ფესტის“ ორგანიზატორი ცხინვალში დაბადებული ახალგაზრდა სპორტსმენი, ეთნიკურად ოსი არსენ მამეტოვია. მისი სურვილი სპორტის მეშვეობით, ოკუპაციით დაშორებული საზოგადოების გაერთიანებაა. ფესტივალი სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სკეიტბორდის ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება.