დავით კირკიტაძე სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს. შესაბამისი განაცხადი, წინასწარი პატიმრობის გასაჩივრებასთან დაკავშირებით, კირკიტაძის ადვოკატებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დაკავება და მისთვის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება, პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. შეგახსენებთ, რომ გამოძიება დავით კირკიტაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.