დავით გარეჯის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით-გარეჯის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მოწმე იკითხება. პროკურორის თქმით, ის 2006-2007 წლებში იყო კომისიის წევრი და მისი ჩვენება დაადასტურებს, რომ საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში მხოლოდ ბრალდებულები მონაწილეობდნენ. ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე კი ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებები, მხოლოდ ბრალდებულთა უდანაშაულობას ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ედებათ.