დავით ევგენიძის კონცერტი მრგვალ ბაღში

12:45, 24.08.2019

მრგვალ ბაღში დავით ევგენიძისა და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი გაიმართა. კომპოზიტორმა და მუსიკოსმა, თავის ჯგუფთან ერთად, საღამოზე ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა.

ღონისძიება პროექტის – „მუსიკალური საღამოები მრგვალ ბაღში თბილისელებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. მომავალ პარასკევს კი ამავე ლოკაციაზე, 20:00 საათზე ზუკა ხუციშვილისა და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება. პროექტი კი, სექტემბერში დასრულდება.

 

მსგავსი