დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი გამოკითხვაზე იმყოფება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. შენობაში შესვლამდე უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, გამოკითხვაზე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებების საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვითაც, მასზე, სავარაუდოდ, ძალადობა განხორციელდა. ლევან ჩხეიძე ანა ბაგრატიონის განცხადებას გამოგონილს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.