დაუმორჩილებლობის აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა  და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დროს ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს და ამით მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

გარდა ამისა, მათ „ქართული ოცნების“ ოფისთან საქართველოს ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ფოტოები დატოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლაში უუნაროა. მათ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც გააპროტესტეს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.