რუსეთის მხრიდან ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ეხმაურება დასავლეთი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ რუსეთი ნებისმიერ პაუზას გადაიარაღებისა და გადაჯგუფებისთვის გამოიყენებს, რათა შემდეგ ისევ თავს დაესხას უკრაინას.
სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელსაც, რომელმაც რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.