უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება ისევ გრძელდება თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში და დახარისხება მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინიციატივით შეგროვებული ტვირთის ერთი ნაწილი უკრაინაში უკვე გაიგზავნა. უახლოეს პერიოდში გაიგზავნება დახმარების მეორე ნაწილიც.